"მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა- ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის"- პრემიერი
პოლიტიკა - 11:41, 13 Sep, 2016     1522

როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებულმა მიმზიდველმა ბიზნესგარემომ შესაძლებელი გახადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
“დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს იმიჯს, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას: 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, სამპროცენტიანი ზრდა,” - განმარტა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს, როგორც ახალი საზღვაო ცენტრის, როლზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საზღვაო ინდუსტრიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის მიზნად დაასახელა საქართველოს გარდაქმნა აყვავებულ სატრანზიტო ქვეყანად, რომელიც წარმატებით უყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი.
“საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე. სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის,” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას - უზრუნველყოს საქართველოს ზღვებისა და ოკეანეების დაცვის უმაღლესი სტანდარტები.

საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა მალტის ელჩი საერთაშორისო საზღვაო სფეროში კარმენ ვასალო.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები.

პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ჩატარდა. ღონისძიების მასპინძელი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42