„საქართველოს აქვს ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია და ჩვენ ის აუცილებლად უნდა აღვადგინოთ“- ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 11:18, 13 Sep, 2016     1354
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ საზღვაო ტრანსპორტის საკითხებში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოს - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები.

„ფორუმის ჩატარებით, ჩვენ გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ზღვაოსნობაში. გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს აქვს ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია და ჩვენ ის აუცილებლად უნდა აღვადგინოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს 9,000 მეზღვაური ჰყავს, რომელთაც საშუალოდ ყოველწლიურად საქართველოში 190 მილიონზე მეტი შემოსავალი შემოაქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საზღვაო ტრანსპორტის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ფორუმის მსვლელობისას, საუბარი იქნება აღნიშნულ პესპერქტივებზე, ასევე ინვესტიციებზე, რომელიც სექტორის განვითარებისთვის უნდა იყოს მოზიდული და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არის ჩასატარებელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42