”ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც და საქართველოც მარადიულია”- პრემიერი
პოლიტიკა - 20:41, 12 Sep, 2016     2950

დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
პრემიერის შეფასებით, დღევანდელი დღე ილია მართლის დაბადების დღეა, ილიას მარადიული სიცოცხლის დასაწყისია და ის უმნიშვნელოვანესია ქართველი ერის ცხოვრებაში.
"დღეს საქართველომ კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი მიიღო და ჩვენი ისტორია ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლის და ვერსწავლის ისტორიაა. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ გაცილებით უფრო დიდი სიმძაფრით და სიმწარით დგება ამ გაკვეთილის მნიშვნელობა. ვაჟა-ფშაველამ თქვა - "ილიას მკვლელებს რომ შეძლებოდათ, საქართველოს მოკლავდნენო", მაგრამ ვერ მოკლეს. ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც მარადიულია და საქართველოც მარადიულია. ამ სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა, ქართველი ერის განვითარების ვექტორი გაამყარა და ქართველი ერის ზნეობა განამტკიცა. ილიამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მოღვაწეობა, მწერლობა, საზოგადო მოღვაწეობა ხომ ამას ეძღვნებოდა ნამდვილად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ილია ყველაზე კარგად ასახავდა საკუთარ თავში საქართველოს ჰარმონიას ევროპასთან - მის ყველა სიტყვაში არის დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის იდეა.
"საქართველოს დამოუკიდებლობა არავის არ უგრძნობინებია ქართველებისთვის ისე, როგორც ეს ილიამ გააკეთა და ნამდვილად, სიტყვები, რომელიც ილიამ წარმოსთქვა, ყველაზე აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას. საქართველოს წინაშე დღეს საფრთხეებით სავსე გამოწვევებია და ამ გამოწვევების გასამკლავებლად ილიამ მოგვცა ყველაზე კარგი წამალი. ილიამ ბრძანა - "ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუხალისოთ, ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ"... ამაზე დიდი სიტყვები არავის არ უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ამაში დევს საქართველოს განვითარების ვექტორიც, საქართველოს სიძლიერეც და ქართული გენის გადარჩენის ფორმულაც. მე ვერაფერს დავამატებ ამ სიტყვებს. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ღმერთმა ქნას, ამ სიტყვების ღირსი გაგვხადოს; ღმერთმა ქნას, ჩვენი ყველა ნაბიჯი, ჩვენი ყველა ქმედება, ამ სულისკვეთებით ყოფილიყოს ნაკარნახევი. გილოცავთ ილია მართლის დაბადებას", - მიმართა პრემიერმა საგურამოში შეკრებილ საზოგადოებას.

გიორგი კვირიკაშვილმა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილო ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42