ციხელაშვილის სტატია საერთაშორისო მედიაში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლისთავთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 19:06, 12 Sep, 2016     1902

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის სტატია „ევროპამ უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეგიონში“ გამოქვეყნდა.

სტატიაში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, იმ ათასობით ოჯახისთვის, ვისთვისაც მოუგვარებელი კონფლიქტი და განგრძობითი ოკუპაცია ყოველდღიურად მძიმე ტვირთს წარმოადგენ.

სტატიაში ქეთევან ციხელაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინტენსიური რუსიფიკაციის პროცესი და ამას დღითიდღე აცნობიერებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ხოლო ამას პრობლემის სახით ყოველდღიურად აწყდებიან გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთს მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს, რაც რუსეთის პოლიტიკის ილუსტრაციაა. ამიტომ, აუცილებელია ევროპის მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხში, არა მხოლოდ საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობისათვის. ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო და ვცდილობთ, რომ შერიგების გზით დავიბრუნოთ ხალხი და არა მხლოდ ტერიტორია. მზად ვართ გავუზიაროთ მეტი სარგებელი, გადავდგათ უფრო დინამიური ნაბიჯები, იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სიახლეები და ახალი შესაძლებლობების გაზიარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავრი გასაღებია ევროპული განვითარებაა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ გზაზე შევძლოთ პროგრესის ჩვენება, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, როგორც არსებითი გზავნილი საქართველოს მხრიდან ევროპული კურსის ერთგულებისა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: http://esharp.eu/debates/external-action/europe-must-continue-to-stand-with-georgia-against-russias-regional-aggression





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42