მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით დოკუმენტაციაში, რომელიც მისმა პარტიამ ცესკოში წარადგინა პარტიის საარჩევნო სიაც იყო. აღნიშნული განცხადება, ზურაბ ტყემალაძემ ცესკო-დან მისი პარტიის რეგისტრაციდიან მოხსნის თემაზე საუბრისას გააკეთა. ტყემალაძის თქმით დოკუმენტაციის რამდენიმე გვერდი კარტრიჯის სიმკრთალის გამო ძნელად იკითხებოდა:
”ბეჭვითი სიის რამდენიმე გვერდი, კარტრიჯის სიმკრთალის გამო კარგად არ იკითხებოდა და თუ დაადგენდნენ ამის ხარვეზს, ჩვენ შევცვლიდით.”- განაცხადა ტყემელაძემ. მისი თქმით ცესკოს კონკრეტულად ეს ფაქტი არ ჩაუთვლია ხარვეზად და იმის მიუხედავად რომ სია რეალურად არსებობდა, რეგისტრაციიდან მაინც მოხსნა.
კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ზურაბ ტყემელაძემ არ ისურვა იმ სიის თანმიმდევრობის გასაჯაროება.
ტყემალაძის განცხადებით, ცესკო-მ მათ მისცა დოკუმენტი სადაც აღნიშნულია, რომ მათ ჩააბარეს სია და ყველა საჭირო დოკუმენტი. მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარტია ცესკო-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ასე შეეცდება საკუთარი სიმართლის დადასტურებას.
მასალის გამოყენების პირობები






