ილია ჭავჭავაძე იყო მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ბოლოს წმინდანიც.
საბანკო რეფორმა, ენის რეფორმა, განათლების რეფორმა, მოღვაწეობა სასამართლოში, გაზეთის დაარსება, საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა- არ არსებობდა ცხოვრების არცერთი სფერო, რომელშიც ილია ჭავჭავაძემ თავისი კვალი არ დატოვა და ხელი არ შეუწყო მათ მოდერნიზაციას და განვითარებას.
”თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, ამასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სიკვდილი უწერია... მაშინ ნეტავი შენ!...”- ეს სიტყვები წარმოთქვა აკაკი წერეთელმა ილიას დაკრძალვისას.
ილიას მკვლელებს, რომ შეეძლოთ საქართველოს მოკლავდნენ, თქვა ვაჟა-ფშაველამ. იაკობ გოგებაშვილი ილიას ტრაგიკულ აღსასრულს გამოეხმაურა ღრმა აღშფოთების გამომხატველი წერილით - ,,შურისძიება ისტორიისა”.
ილია ჭავჭავაძე მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.
მასალის გამოყენების პირობები






