პაატა ბურჭულაძე ხათუნა ლაგაზიძის განცხადებებს „ტვ პირველის“ ეთერით გამოეხმაურა. ბურჭულაძე ლაგაზიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და ყოველივეს პარტიულ სიას უკავშირებს:
„ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები იყო მოულოდნელი. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაფერი მოჰყვა სიას, რადგან ქალბატონ ხათუნას სასურველი ადგილი არ ჰქონდა. სია მე არ შემიდგენია, სიის შედგენაში ყველანი ვმონაწილეობდით, მათ შორის ქალბატონი ხათუნაც და იქ იყო ნათქვამი, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მას, ვინც უფრო მეტად პროფესიონალია. მას სურდა ხუთეულში შესვლა, მაგრამ იქ ვერ მოხვდებოდა. მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ თავისი თავისგან. იმიტომ რომ ასეთი ფანტაზიები რომ ვიღაც დასდევს... ვის რაში სჭირდება, რა უნდა გაუკეთო, ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე, განსაკუთრებით ახლა, როცა ის წაბრძანდა ჩვენგან", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






