"ამ გამოსვლებით ფასი ედებათ ისეთ პარტიებს, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ, ივანიშვილის სიტყვა კი უფასურდება " - ხუხაშვილი
პოლიტიკა - 16:53, 12 Sep, 2016     6626

ექსპერტი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია GDS - ის ახალ სატელევიზიო პროექტს, ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრებს აკრიტიკებს.

როგორც "ნიუოპოსტს" ხუხაშვილმა განუცხადა, ივანიშვილის პერმანენტული კრიტიკა ხშირ შემთხვევაში უფასო რეკლამას უკეთებს ისეთ პარტიებს, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ.

ამასთან, ექსპერტის აზრით, ყოფილი პრემიერის მიერ ამომრჩეველთან მსგავსი ფორმატით კომუნიკაცია აზიანებს ივანიშვილის იმიჯს და მმართველს პოლიტიკურ პარტიას.

"ეს პროექტი, მისი ფორმატი არ მომწონს, არაბუნებრივი პროექტია. პრესკონფერენციების ჩატარებას რეგიონებში სიარული არ სჭირდება. თუ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მხოლოდ ტელეეთერით გაქვს, ვსვამ მარტივ კითხვას - რატომ დადიხართ რეგიონებში?! როცა იგივე შედეგი ერთი ეთერიდან შეგიძლია მიიღო - რა აზრი აქვს ამ ვოიაჟებს ვერ გავიგე.

გარდა ამისა პერმანენტულად ერთი და იგივე თემაზე საუბარი პოლიტექნიკურად გაუმართლებელია. მსგავსი პრეცენდენტის არ შემიძლია გავიხსენო.

რაც შეეხება შინაარსს, მისი მთავარი ძალა არის იმაში, რომ მისგან ადამიანები პოზიტივს ელოდებიან, მაგრამ ამ შეხვედრებზე პოზიტივის გარდა ყველაფერზეა საუბარი. შეხვედრები სამწუხაროდ მხოლოდ ნეგატივს ეძღვნება, რაც ჩემი აზრით, ამ პარტიებს ვერაფერს აკლებს, პირიქით რეკლამას უკეთებს - მარტივად რომ ვთქვათ ფასი ედებათ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ადრე პულსი არ ესინჯებოდათ. გარდა ამისა მსგავსი გამოსვლები პირადად ივანიშვილს აკნინებს, მისი სიტყვის წონა უფასურდება. ასე რომ, როგორც ივანიშვილისთვის ასევე "ქართული ოცნებისთვის" გადაცემების ეს ციკლი ნეგატიური შედეგის მომტანია"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42