2004 წელს ივანიშვილიც მიშა-მიშას გუგუნებდა - კაციტაძე ყოფილ პრემიერს წარსულს ახსენებს
პოლიტიკა - 15:44, 12 Sep, 2016     2597
პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო ბლოკში შემავალი ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ურჩევს "მუცლითმეზღაპრეობას თავი დაანებოს".

კაციტაძე ექსპრემიერს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის "რეჟიმს" 9 წლის განმავლობაში, სწორედ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

"ბატონი ივანიშვილისთვის უცხოა პოლიტიკა, არც ისტორია ახსოვს ჩვენი ბრძოლების, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობასთან ვაწარმოებდით. 2004 როცა ძალიან ბევრი, მათ შორის ალბათ ივანიშვილიც, მიშა-მიშას გუგუნებდა, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ ხელისუფლებაში რეჟიმი დამყარდა. ეს ის ივანიშვილია, რომელიც 4-5 წლის განმავლობაში ძალიან მსუყედ აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას. დღეს თუ რამე აქვს ყოფილ პრეზიდენტს დასაკვეხნი, სწორედ ივანიშვილის ფულით გაკეთდა. უფრო მეტიც, 2008 წელს, ხელმეორედ სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში ლომის წვლილი სწორედ ივანიშვილს მიუძღვის. ეს ის არჩევნებია, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა"- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

მისი თქმით, "ივანიშვილი და ქართული ოცნება, ორპოლუსიანობით ასულდგმულებს ნაციონალურ მოძრაობას".

"გაიხსენეთ ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წელს თქვა: შუა უნდა გაიკრიფოს... ვის შორის უნდა გაიკრიფოს? - მასსა და სააკაშვილს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს სწორედ ისევე სჭირდება სააკაშვილი, როგორც სააკაშვილს ივანიშვილი - ანი სხვა დანარჩენი არ მინდა და მინდა მხოლოდ ის. ივანიშვილის მსგავსი მუცლითმეზღაპრეობა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია ცოტა უხერხულია"- განაცხადა კაციტაძემ.

პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო ბლოკში შემავალი ახალი მემარჯვენეების ლიდერი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" და სააკაშვილის გუნდს საშინლად არ უნდათ, ქართულ პოლიტიკაში სივრცეში ისეთი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, რომელიც "ორპოლუსიანობას დაანგრევს".

"დავარცხნილი ვითარება - იქით მიშა აქეთ ბიძინა არ გამოვა ბატონებო, ეგ სიტუაცია დღეს ინგრევა პაატა ბურჭულაძის გარშემო შექმნილი პოლიტიკური ბლოკის მიერ, რომელსაც ცალკე სუსი ებრძვის ცალკე ივანიშვილი"- დასძინა მან.

ივანიშვილის განცხადებით, ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარია.


"რანაირად შეიძლება კუბლაშვილი და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ”ახალი მემარჯვენეები” იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა ”ლეიბორისტული პარტია”. დანარჩენებიც - ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ ”ნაცები”. კაციტაძე იყო ჩვეულებრივად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო"- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42