დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
პოლიტიკა - 13:48, 12 Sep, 2016     3584
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან დიდი კერა“ - ასე შეაფასა მედიასთან საუბრისას პირველმა ვიცე-პრემიერმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისში განხორციელდება.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში საფუძველი ჩაეყრება განათლების, მეცნიერებისა და ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების სრულიად ახალ სტანდარტებს. მილიარდი ევროს ღირებულების სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეგაპროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ”აფინანსებს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლის დაფინანსებითაც განხორციელდება ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქალაქ ქუთაისში. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ძალიან დიდი კერა ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შეიქმნას რეგიონალური ცენტრი, რადგან მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები, რომლებიც აქ ისწავლიან, აუცილებლად გახდებიან ჩვენი ელჩები მას მერე, რაც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც პერეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში განლაგებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეშვეობით ქვეყანაში შეიქმნება ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრების ბაზა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა დარგის მიმართულებით. შეიქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც ამერიკული და ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. გამოგონებები და ინოვაციები, ისევე როგორც გამოყენებითი მეცნიერებები, ინტერდისციპლინარული პროგრამები და კვლევები შექმნის მათ კომერციალიზაციის და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების საუკეთესო პირობებს.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში უდიდესი და ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42