ცესკო, მუდმივად ზრუნავს უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის
პოლიტიკა - 13:43, 12 Sep, 2016     2388
„ცესკო აკეთებს ძალიან ბევრ ინოვაციურ სერვისს, უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“ -აღნიშნა ერთ-ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში, ცენტრალური საარჩევნო კომისის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა. მისი თქმით დღეს, რითაც შეიძლება ამაყობდეს ცესკო, ეს არის საჯაროობა და ღიაობა.

გიორგი ჯავახიშვილი, იმ ინოვაციებზე ვრცლად საუბრობს, რომელიც ცესკომ ბოლო წლების განმავლობაში დანერგა. „ვიტყვი, რაც გაკეთდა სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვის მეშვეობით: სიების გადამოწმება, მათშორის ანდროიდ სისტემის, მობილური ტელეფონებით. ასევე, სწრაფი გადახდის ტერმინალებით, რომ არდარჩეს კითხვები სიებთან დაკავშირებით. ასევე, ვმუშაობთ ხელმისაწვდომ გარემოზე, გავზარდეთადაპტირებული უბნების რაოდენობა. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, მხოლოდ 102 ადაპტირებულიუბანი იყო. ახლა 1100 გვაქვს და კიდევ ვმუშაობთ, ხელს ვუწყობთ, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოს“.

გიორგი ჯავახიშვილის თქმით, დღეს, ცესკოს მთავარი ნიშა, საგანმანათლებლო ხაზია. მისი თქმით, ცესკოსწარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე სასწავლო კურსსგადიან, წელს 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ტრენინგები 453-მა ახალგაზრდამ გაიარა. ამ მხრივმსურველთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია.

„სურვილი გვაქვს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნოადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარიპროფესიული გამოცდილება. ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებული მადლიერება მინდაგამოვხატო, ევროკავშირისა (GOE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის(IFES) მიმართ,ვინაიდან, სწორედ, მათთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა, ეს წარმატებული პროექტი“- აღნიშნა გიორგი ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების, შესაძლო, თანამდევ რისკებს, გიორგი ჯავახიშვილის თქმით, პირველი ბერკეტი, უარყოფითი ტალღის მოსაგერიებლად, არის სწავლება. კონფლიქტური სიტუაციისთვის მომზადება. ის, აქ, კორცხელის ინციდენტს იხსენებს და მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტები, უარყოფით გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე.

„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES-ის დახმარებით, ჩამოვიყვანეთ ექსპერტი. არჩევნების უსაფრთხოების საკითხებში და მასთან ერთად, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. შევიმუშავეთ მემორანდუმი, რომელიც არჩევნებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ასახავს. დოკუმენტს მალე მოეწერება ხელი, რაც გულისხმობს შეთანხმებას არჩევნების ორგანიზებაზე უსაფრთხოების საერთაშორისო პრინციპების და ნორმების გათვალისწინებით“- აღნიშნავს, ჟურნალისტთან საუბარში გიორგი ჯავახიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნავს, რომ ცესკოს ევალება, ყველას კარგად გააგებინოს, ისპასუხისმგებლობა, რომელიც მოახლოებული არჩევნებით გვევალება. „ამის აღქმა ყველას უნდა ჰქონდეს.ჩვენ, ვისწავლეთ კარგი არჩევნების ჩატარება“.

ის, აქვე, ამომრჩეველს რჩევას აძლევს, მშვიდად შეხვდეს არჩევნებს და არასოდეს იყოს გულგრილი მისმიმართ, რადგან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არჩევნებით იწყება და მთავრდება დემოკრატია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42