„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?!"- ირაკლი ხუხუბია
პოლიტიკა - 12:59, 12 Sep, 2016     1417
„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?! გამჭრიახი გონება, პოლიტიკური ალღო, ულევი ოპტიმიზმი, გამორჩეული იუმორი, ერთობის შეგრძნება და აზრის თავისუფლება გურულების გენეტიკურ-ისტორიული მონაპოვარია.” ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ხახუბიამ გურიაში, ურეკის კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს. ჯანდაცვის მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ადამიანის უფლებები და რეგიონისათვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურული გეგმები. ეს არის ის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები რომლებზეც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრეს.


ირაკლი ხახუბიამ ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული „BlackSeaArena“-ს მნიშვნელობაზე რეგიონისათვის. იმას თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსათვის, და კონკრეტულად ამ რაიონის მცხოვრებთათვის ამ პროექტის განხორციელება.“ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსათვის გადაცემული გრანდიოზული საკონცერტო სივრცე ადგილზე ტურმიზის ჩქარი ტემპებით განვითარებას უწყობს ხელს“. ადგილზე ამ სეგმენტის გააქტიურება კი ირაკლი ხახუბიას განმარტებით მოსახლეობისათვის ახალი სამუშაო ადგილებითა და დამატებითი შემოსავლებით აისახება. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცრუ დაპირებებისა და კამათის ნაცვლად ამომრჩეველის წინაშე წარდგენილი საარჩევნო პროგრამის, სამოქმედო გეგმის საფუძველზე კონკრეტულ ვალდებულებებს იღებს.

„ გურულებს მოვლენების სწორად აღქმა და პროგრესისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გახასიათებთ. ამიტომაც, ყველა დროში ობიექტურად აფასებდით ფოთს. ფოთში მუდამ იყრიდა თავს გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების სჯეროდა და სჯერა. დღესაც, აქ თავშეყრილ საზოგადოებას, ოპტიმიზმი გვაერთიანებს. 8 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატს. 8 ოქტომბერს კვლავ სჭირდება ქვეყანას ჩვენი ერთიანობა პრინციპულ საკითხში, რათა კვლავ მივცეთ ხმა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც ერთად უნდა შევქმნათ საკუთარი შრომით და მონდომებით“ – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42