"შეძლეს შეცდომების გამოსწორება"- "თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილის მეორე არჩევანია
პოლიტიკა - 12:52, 12 Sep, 2016     7923
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საკუთარ მეორე არჩევანზე საუბრობს. ქუთაისის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ მისი მეორე არჩევანი შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ამ პარტიას აქვს საგარეო კურსი, რომელიც თანხმობაში მოდის მმარეთველი გუნდის კურსთან.

ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შეძლეს შეცდომების გამოსწორება და ეს ყოველივე მათ შესაძლოა არჩევნებში წარმატების მიღწევაში დაეხმაროს:

„მეორე არჩევანი ვინ არის? თუ ადრე რესპუბლიკელებს ვასახელებდი, ახლა დემოკრატებს ვასახელებ. ამასაც მიზეზი აქვს და აგიხსნით. რესპუბლიკელებზე კი კრიტიკა კვლავ მაქვს დასამატებელი, რომ გაიგონ რა არ მომწონს, თუ ჩემი მხარდაჭერა უნდათ და თუ საზოგადოება მათ ისეთს მიიღებს როგორიც არის დღეს, რა თქმა უნდა ეს საზოგადოების არჩევანი იქნება. რესპუბლიკელებსაც და თავისუფალ დემოკრატებსაც პირველ რიგში იმიტომ დავასახელებდი, რომ აქ არ ჩნდება კითხვა ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე, აბსოლუტურად შეთანხმებულია, თანმიმდევრულნი არიან. დემოკრატებზე კრიტიკა გავაკეთე, მათმა ლიდერმა დაუშვა ბევრი შეცდომა და გუნდის წევრებმა ვერ მოახრეხეს არ გაეზიარებინათ ლიდერის შეცდომები და მეგობრობას გადაყვნენ. ამ ჯგუფში შეიმჩნეოდა ლიდერის ზედმეტი დომინანტობა, ალასანიას შეცდომები გუნდმა თავისუფლად გაიზიარა და ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას ჰყოფნადა იმის კაცობა და ვაჟკაცობა, რომ საკუთარ შეცდომებეზე გუნდი არ წამოეყვანა, თავად მოიქცა არასწორად. გუნდის წევრებიც მაწვდიდნენ შემდგომ ხმას, კოალიციიდან გასვლის შემდეგ მას გუნდი აღარ გადაჰყვა და შეცდომები აღარ დააშვებინეს. ეს არის ის, რა ცვლილებებიც მოხდა, დღეს დემოკრატები ჩემთვის შედარებით ჯანსაღად გამოიყურებიან. ამ პარტიას ეს შესაძლოა მოუხდეს არჩევნებში. ხმები მომდიოდა ამ გუნდიდან რა თქმა უნდა ვიღაცების და რაღაცის მეშვეობით“, - აღნიშნა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42