საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქუთაისის რეგიონის ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძის პარტიასა და მის საგარეო კურსზე ისაუბრა.
ივანშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ ამ საკითხში ნინო ბურჯანაძე ვერ დაეხმარება, მისი შანსი კი პარლამენტში მოხვედრასთან დაკავშირებით, ძალიან დაბალია:
„უბლოკო სტატუსი მგონი ბლეფია, ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება გვაქვს არჩეული, რაშიც არამარტო „ქართული ოცნება“, არამედ მთელი საზოგადოებაა ჩართული, რომ ჩვენი მიმართულება, კონკურენციის გარეშე არის ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე, უსაფრთხოების მხრივ ნატო-ს დღეს საქართველოსთვის არ ჰყავს ცვლა და არ ჰყავს კონკურენტი. ქალბატონ ნინოს არ მგონია რომ დიდი შანსები აქვს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ გვინდა ამას ჩვენც ვამბობთ, დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც წყალგამყოფი შეიძლება გახდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული, მისი შანსები არის დაბალი პარლამენტში შესვლის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ შემდგომ მეორე არჩევანზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მეორე არჩევანი შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ:
„რა თქმა უნდა კოალიციის წევრები, ვინც ჩვენი პარტნიორები იყვნენ, არის ჩემი მეორე არჩევანი. რესპუბლიკელებზე და დემოკრატებზე ბევრი კრიტიკული გამონათქვემები მომიწია. მე ასეთი კაცი ვარ, ახლობელს პირში უნდა უთხრა, რაც არ მითქვამს მათთვის პირად საუბარში, არაფერი გადამიჭარბებია საჯაროდ. მათ მოუწია ბევრი კრიტიკა, ნინო ბურჯანაძეც და პატრიოტთა ალიანსიც გასაგებია, მარტივად არ ჯდება ჩვენს მიმართულებაში და გასაგებიც არაა, ბევრი კითხვებია, რომ მათ საკუთარი პლათფორმის გამოხატვაც ვერ შეძლეს. თუ მომიწია ბევრი კრიტიკა, მხოლოდ ერთი მიზეზით, როცა რესპუბლიკელები მიმანიშნებენ, რომ მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და მიმართულება შევიცვალე, სწორედ ამის გამართლებას ვაპირებდი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






