,,არჩევნებს არ ეხება,ადამიანებს ეხებაააა - გაანათეთ ქუჩები!!!!! მოსახლეობამ გადმოგცათ!!!!
მოკლედ დავწერ: დღეს ამოვდივარ თბილისიდან! უკვე ბნელა! გაუნათებელია პლატოო.... ზომაზე მეტად - ძალიან ბნელაააა.... (დალნი რომ გჭირდება და რომ ვერ იყენებ)!!!
მე საჭესთან ვარ, უკან - ჩემი პაწაწინა შვილი - ნინიკო! მოვდივარ და თან ვფიქრობ - ვის ეხება ნუცუბიძის მესამეპლატოს განათება? არაფერი ჩანს!!!! დიდი უკუმეთობააა - თბილისის მერო - Narmania Davit !!!!!!
მოულოდნელად ვიხედები მარცხნივ და ვხედავ: სასოწარკვეთილი ჭაღარა მძღოლი (კლეჩატი პერანგით - კივის, მიშველეთ, იქნებ, გადარჩეს).... და იქვე უგონოდ გაშოტილი მანქანით გატანილი ახალგაზრდა კაცი!!!! ...........
ვაჩერებ მანქანას, გიჟივით ვხტები (ნინიკოს მანქანაში ვტოვებ - დე, 2 წამში მოვალ, კაიო, უცებ მიგებს;)))
ასფალტზე უგონო უცხო ადამიანი - ვეცი პულსზე ( სისხლს ვეძებ, არ არის სისზლი, მთავარია - არ იცლება).... პულსი რითმულია, კანი თბილია... ვრეკავ - 112, პატრული (ვინ ხართო? ესმაააა ვარ, გამვლელი, მოდით!!!!) ....... ცოტა დაიგვიანეს, მაგრამ მოვიდნენ.... ამასობაში საცობი, ზღვა ხალხი დაგროვდა.... ემერჯენსი მირეკავს, ხომ მოვიდაო...... აუუუუუუ როგორ ვინერვიულეეე,გესმით!!!!
(ყველა ანდაზა, ყველა სიკეთე, ყველა ლოცვააა გამახხენდა, ოღონდ ის გადარჩენილიყო.....)!!!!!! ჩურჩულთ მკითხა: მალე მოვა სასწრაფო? ცუდად ვარო..... და მე მედგრად ვუპასუხე: იცოცხლებ, გადარჩი... ნუუუუუ გეშინია თქოოოოო..!!!!!
ნახევრად უგონოდ წაიყვანეს.... სასწრაფოთი.... მერე მე შოკიანი ამოვედი წოდორეთში.... ვიწრიალე, დავრეკეე 112, გადამამისამართეს სასწრაფოს ნომერზე, მითხრეს, კიო შემოვიდაო, გადარჩაო, მერე იმ კლინიკაში დავრეკე, სადაც შეიყვანეს... ომახიანმა ხმამ მიპასუხა დაცვა ვარო, ჯიგარმა გიორგიმ, ავუხსენი - რომ არ დამეძინებოდა, ვიდრე, ვერ დავაზუსტებდი - ის ბიჭი როგორ არის თქო.... გადარჩაოოოოოოო..... ვლოცეეეე დაცვააააა.... (ცოტა გიჟი ვეგონე)))
მოკლედ, ჩემი ამ პოსტის გმირი გ ა დ ა რ ჩ ა - ვინმე დათო!!!!
მორალი: გაანათეთ ქუჩებიიიიიიიი!!!!!!! იდგნენ ამამშუკელის ჩიხის მოსახლეობა, უყურებდნენ ამ საშინელ სცენას და ღამის 10 საათზე მერიის ცხელ ხაზს ეძებდნენ - გაგვინათონ ქუჩა, არაფერი ჩანსო....
არჩევნებს არ ეხება, ადამიანებს ეხებაააა - გაანათეთ ქუჩებიიიიიიიიიი“ - წერს ესმა კუნჭულია.
მასალის გამოყენების პირობები






