საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი თბილისში, ორივე ერთად საფუძველი იქნება იმისა, რომ საქართველოში მეცნიერება და განათლება აღორძინდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონალურ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა:
„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა დღეს. დღეს ილიას მკვლელობიდან 109 წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქუთაისში ასეთი უნივერსიტეტის მშენებლობა დაფუძნდა. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ სამეცნიერო ცენტრის მშენებლობა თბილისში, რომელიც მეგა ცენტრი იქნება, სხვადასხვა დარგის მეცნიერებს ექნებათ საექსპერიმენტო ბაზა. ორივე ერთად კი, საფუძველი იქნება იმისა, რომ საქართველოში მეცნიერება და განათლება აღორძინდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






