კახა კალაძემ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და ამომრჩეველს ოცნებისა და მისი კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო მოღვაწეობაზე ისაუბრეს სოზარ სუბარმა, გიორგი ვოლსკიმ და ზაქარია ქუცნაშვილმა.
განსაკუთრებით კრიტიკული იყო ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლა, რომელმაც ხუნდაძის ოპონენტზე, ცეზარ ჩოჩელზე ღიად ისაუბრა და დევნილებს შეახსენა გასული წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმეები, განსაკუთრებით, ახალგორის დაკარგვა და მცხეთის გაყიდული მიწები. ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე ლიახვის ხეობის მკვიდრმა გურამ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ახალგორელებს და ხეობელებს „ქართული ოცნების“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბოლოს, ამომრჩევლის წინაშე წარსდგა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 4 წლის განმავლობაში კონკრეტულად წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული პროექტები. ასევე, წარმოადგინა საკმაოდ გრძელი სია იმ დაპირებების, რასაც მომავალ 4 წელიწადში განახორციელებს. დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან სუფთად გაიარა სადეპუტატო პერიოდი და თავისი დაპირებების 90%-ზე მეტი აასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






