ირაკლი ალასანიამ საბურთალოს ამომრჩევლებს ალექსი პეტრიაშვილი წარუდგინა
პოლიტიკა - 12:10, 12 Sep, 2016     1174

ირაკლი ალასანია - ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ მჯერა, რომ ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, არასდროს გათიშავს ტელეფონს და არასდროს დაიმალება - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ვაშლიჯვარის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე და ამომრჩეველს საბურთალოს #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსი პეტრიაშვილი, წარუდგინა.

“ბუკა პეტრიაშვილი ბოლო 8 წლის განმავლობაში გახდა თავისუფალი დემოკრატების ის ლიდერი, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური ბრძოლა, არც ერთი დარტყმა იოლად არ გადაუგორებია. მისი გადაწყვეტილებები, სწორ დროს, სწორ მომენტში, როდესაც პარტიას გაუჭირდა, როდესაც ხელისუფლებაში და მთავრობაში ჩვენი ყოფნის დროს მივიღეთ პირველი ძლიერი დარტყმა, იყო სწორი, კაცური და სამაგალითო. ბუკამ ჩემთან და სხვა ლიდერებთან ერთად თქვა, რომ ტოვებდა თანამდებობას და ბრძოლას აგრძელებდა ნულიდან. ადამიანის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს მიღებული, ისე, უბრალოდ, თუ მას არ აქვს უდიდესი გამბედაობა და რწმენა. ამიტომაც მწამს, მჯერა, რომ ბუკა პეტრიაშვილი იქნება ის, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, არასდროს გათიშავს ტელეფონს და არასდროს დაიმალება. ბუკა პეტრიაშვილი არ შეუშინდება არც ერთ ძალას და არანაირ ზეწოლას. მან უკვე დაადასტურა, რომ არაფრის ეშინია და შეუძლია თითოეულ მოქალაქეს თამამად ჩახედოს თვალებში და უთხრას, რომ როცა ხელისუფლებაში იყო, აკეთებდა საქვეყნო საქმეს, იხარჯებოდა ბოლომდე. ახლა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და, დარწმუნებული ვარ, უკვე დეპუტატი პარლამენტში, ასეთივე სულისკვეთებითა და სიმტკიცით გააგრძელებს საკუთარი ხალხის პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანას.“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა ნინო გოგუაძე, რომელმაც“თავისუფალი დემოკრატებისა” და ალექსი პეტრიაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მოსახლეობას:

“თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული ადამიანია. ბუკა ყოველთვის იქ მიდის, დაუფიქრებლად სადაც სიმართლეა, თავგანწირვაა, ერთგულება, სადაც პრინციპები და ღირებულებებია. ასე რომ, თქვენ გყავთ მართლაც გამორჩეული მაჟორიტარი. დაუჭირეთ მხარი თავისუფალ დემოკრატებს. დაუჭირეთ მხარი ალექსი პეტრიაშვილს. შემოხაზეთ 27 და ჩვენ აგირჩევთ უკეთეს ცხოვრებას ”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42