“ჩემო ანასეულელებო, მე არ ვაპირებ არცერთი ზედმეტი, არცერთი ყალბის სიტყვის თქმას თქვენთვის. წლების მანძილზე მთავრობაში ყოფნამ თითოეული სიტყვის აწონ-დაწონას მიმაჩვია, მაგრამ რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია“ - განაცხადა ანასეულელებთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა ანასეულელებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ანასეულის მომავალ განვითარებაზე - განსაკუთრებული ყურადღება ეკოსისტემაზე და პარკების მოვლა-პატრონობაზე გაამახვილა.
“ანასეული სამაგალითო იყო სამეცნიერო პოტენციალით, ინოვაციებითა და სამეწარმეო ტექნოლოგიებით. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ანასეული არა მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, არამხოლოდ გზის და სახურავების შესაკეთებლად არამედ მეგა-პროექტებისთვის არის უკვე მზად.“
მასალის გამოყენების პირობები






