აფთიაქარი ექსპრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვს.
,,ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, მაშკევიჩი სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობს ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის მეშვეობით. ექსპრეზიდენტთან აუდიენციის მთავარი თემა მომავალი პოლიტიკური გადაჯგუფება იყო. მაშკევიჩის წინადადება მიხეილ სააკაშვილთან ფინანსური გარიგების მეშვეობით პოლიტიკური გააქტიურება იყო, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში, მაშკევიჩის მიერ ჩადებული ინვესტიცია დარტყმის ქვეშ დგებოდა.
ექსპრეზიდენტთან ებრეალი ბიზნესმენის ფინანსურ-პოლიტიკური შეთავაზება ნეგატიური საუბრით დასრულდა და სააკაშვილმა ის უარით გაისტუმრა - ექსპრეზიდენტისთვის ის ოლიგარქის მორიგი აგენტი იყო.
სქემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ყიდვას ისახავდა მიზნად, ივანიშვილის დედაშვილმა უჩა მამაცაშვილმა წარმატებით დაიწყო. ჯაფარიძისა და კუბლაშვილის გადაბირების შემდეგ, მათ რიგებს, ვანო ჩხარიშვილის მეშვეობით, გიორგი ვაშაძე შეუერთდა. ჩვენი ინფორმაციით, ახალ პოლიტიკურ ცენტრში 10 მილიონი ჩაიდო, თუმცა მამაცაშვილის გეგმა ჩავარდნის პირას დადგა, როცა ბოლო რამდენიმე კვლევის თანახმად, გირჩსაც და გიორგი ვაშაძესაც ერთად აღებული 1%-ანი რეიტინგი ჰქონდა. საჭირო იყო რეიტინგული ლიდერი, რომლითაც მამაცაშვილი შეეცდებოდა ოლიგარქისთვის იმედები გაემართლებინა.
ამ კომბინაციას თანხმდება ასევე აფთიაქარი მილიარდელიც და იქვე პირობას ითხოვს, თუ ოცნება წააგებს ეს პოლიტიკური გაერთიანება მეორე ძალა უნდა იყოს, ამისათვის საჭიროა მხოლოდ ლიდერი. ასეთ ლიდერად კი არჩევნებში უფულოდ დარჩენილ ბურჭულაძეს არჩევენ.
ამასობაში პოლიტიკურ ველზე დიდი ამბიციებით გამოჩენილ პაატა ბურჭულაძეს ბიზნესმენ იაკობაშვილისგან ფინანსური წყარო გადაეკეტა, რამაც ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა.
დღის წესრიგში დადგა გირჩის და ვაშაძის ,,ახალი საქართველოს“ გაერთიანება ბურჭულაძესთან და ამ უკანასკნელის რეიტინგის გამოყენებით, ხელისუფლების სატელიტი ოპოზიციური ძალის შექმნა.
რჩებოდა მხოლოდ ერთი დეტალეი -როგორ შეადუღაბონ უკვე ბურჭულაძის ხალხი და გაყიდული ნაცები ერთმანეთთან. სქემაც ნაპოვნია - მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ბურჭულაძე, ჩხარტიშვილი, ივანიშვილი, მაშკევიჩი. აქ გადაწყდა ქართული ოცნების წაგების შემთხვევაში დამხმარე ალტერნატიული ძალის შექმნა.
აღნიშნული სქემის შექმნის შემდეგ, პიარ გეგმის მიზნად დაისახეს, გაერთიანების ამ სქემის ავტორად მოინათლონ ნაციონალები, როგორც მათი სატელიტები. აღნიშნული პიარგეგმის მიზანი იყო არა ბურჭულაძის ხმების დაკარგვა, არამედ ნაციონალებისთვის წართმევა, მაქსიმუმ, ამ თოჯინაპარტიამ შესძლოა წაიღოს ნეიტრალური ხმები ანუ ვერ მიაღწიოს ნაცების დასუსტებას, მაგრამ ნეიტრალების დამატებით შეძლონ დასუსტებულ ოცნებასთან ერთად ნაცების დამარცხება.
ჯერ კიდევ საეჭვოა რამდენად შეძლებენ 10 მილიონის გამღები ოლიგარქები გეგმის წარმატებით შესრულებას, რადგან უკანასკნელი კვლევების თანახმად ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებას გირჩთან და ვაშაძესთან შესაძლოა ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი შეექმნას. არ არის გამორიცხული ქართული ოცნება ისევ ნაციონალური მოძრაობის პირისპირ აღმოჩნდეს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ გაერთიანების შედეგი იყო ის, რომ ბურჭულაძის გაერთიანების საპარლამენტო სიაში არ აღმოჩნდნენ წამყვანი ლიდერები - ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძე. ლაგზიძემ კარტები ნაწილობრივ გახსნა და თქვა, რომ ბურჭულაძემ პარტია მოატყუა, მან ამომრჩეველს მუოწოდა კიდეც, რომ საკუთარი შვილების მომავალი არ ანდონ მსფოლიო ბანს. გიორგი რუხაძეს ღიად არ დანუცხადებია პარტიის დატოვებაზე, თუმცა არა რის გამორიცხული უახლოეს პერიოდში ისიც ლაგაზიძის გზას დაადგეს.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, რომლის რეიტინგი გარკვეულწილად კვლავაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ავტორიტეტზე დგას, არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. ექსპრეზიდენტი კი შემოდგომაზე კახეთის მამულებში რთველის ჩატარებას აანონსებს.
მასალის გამოყენების პირობები






