საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბარაკ ჰ. ობამას, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 15წლისთავთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა:
„თქვენო აღმატებულებავ,
თხუთმეტი წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტიდან, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელისაერთაშორისო საზოგადოება შეაძრწუნა.
9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედმთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულდროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკისსახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა.
დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომასუცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოშისტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამუდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურწერილში.
მასალის გამოყენების პირობები






