ლაგაზიძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძემ გაერთიანების გადაწყვეტილება ფინანსების გამო მიიღო.
,,გირჩთან“ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარტიის არაფორმალური ლიდერი მერაბ ტყეშელაშვილი.
ამ გარიგების მთავარი მიზეზი, რაც პაატა ბურჭულაძემ აგვიხსნა, იყო ის, რომ პარტიას აქვს ფინანსური კრიზისი და ამიტომ უნდა მოხდეს გაერთიანება ,,გირჩთან“
ფაქტიასა რომ ძირითადი თანხის შემომტანი არის გირჩი და ამას ადასტურებს სია“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ რუსთვი 2-ის ეთერში.
მისი თქმით, ბურჭულაძემ პარტია გაყიდა. ლაგაზიძე ამბობს, რომ სიაში წარმოდგენილია მხოლოდ სამი ადამიანი ბურჭულაძის პარტიიდან, ხოლო ძირითადი დაკომპლექტებულია გირჩის მიერ.
,,ვინც მოხვდა ბურჭულაძის პარტიიდან ისინიც პავლე კუბლაშვილის მხირდან მათდამი ლოიალობის გამო მოხვდნენ. მთელი სია არის კუბლაშვილის კონტროლს ქვეშ. ისინი არიან გამყიდველი ნაციონალები. კუბლაშვილების ოჯახს დიდი ცოდვები აწევს სასამართლო კონტროლის კუთხით. დღეს ისინი ცდილობენ ბურჭლაძის დანგრეული ავტორიტეტით კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში“ - აცხადებს ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები






