ჟან ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე.
ვიზიტიც ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში ფრანგული სამხედრო გემი ჩამოდგება.
”ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვგეგმავთ შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობის გაზრდას. ბათუმში ჩამოდგება სამხედრო ხომალდი. ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობით გამსჭვალულ ისტორიულ პარტნიორობას”, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ჟან-ივ ლე დრიანი ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდება.
ცნობისათვის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია.
მასალის გამოყენების პირობები






