როგორც პოლიფონიაშია, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:12, 10 Sep, 2016     1756
საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტმა უნივერსიტეტში სტუმრობისას, სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. რაც უნივერსიტეტში, მედია მიმართულების გაძლიერებას და კულტურის მეცნიერების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის გახსნას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე - საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთერთი უმთავრესი ინსტიტუტის, პარლამენტის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კამპანია ,,შენი ხმა ჩვენი მომავლია" შესახებ ესაუბრა - საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ და მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდისკენ მოუწოდა.

,,მე მიმაჩნია, რომ როცა საარჩევნო უბნებთან მივალთ შედეგად მივიღებთ არა ორ დაპირისპირებულ ბანაკს, ორ მტრულ ბანაკს, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტიას პარლამენტში, სოციოლოგიური კვლევები ამის იმედის საფუძველს გვაძლევს.

როგორც ქართულ სიმღერაში და პოლიფონიაშია სხვადასხვა ხმები, რომლებიც ერთობლიობას ქმნიან, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ.

ეს არ არის ჩემი არჩევნები, დღეს მე თვითონ ვარ ამომრჩეველი, რომელიც ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ვის მისცეს ხმა, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი ლეგიტიმაციის პარლამენტი არის ის რაც მე როგორც ამომრჩეველს და როგორც პრეზიდენტს უმთავრეს მოთხოვნად მაქვს ჩამოყალიბებული.

თქვენი ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ 8 ოქტომბერი იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ქვეყანა განვითარდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლექციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42