,,მინდა გისურვოთ რომ შეუზღუდავად იოცნებოთ, დაგეგმეთ და გადაწყვიტეთ ისეთი რამ რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ, დაგეგმეთ რომ თქვენ იყოთ ბატონი რონის, ჩემს და ბევრი აქ დამსწრე დამიანის ადგილზე ათ, თხუთმეტ და ოც წელიწადში, ყველაფერი შესძლებია, თქვენს ხელშია აბსოლუტურად ყველაფერი, თუ არ გადაწყვეტთ მაქსიმალურად რომ დაიხარჯოთ მაშინ რა თქმა რთული იქნება ცხოვრება, მაგრამ თუ გაქვთ სურვილი ეს შესაძლებლობა რაც აჭარისწყალმა ამ შემთხვევაში და ჩვენმა ქვეყანამ თქვენ მოგცათ, გამოიყენეთ იმისთვის რომ ვარსკვლავები მოწყვიტოთ. „
,,შუახევიჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განხორციელებული, 70-ზე მეტი წარმატებული სოციალური პროექტი, რომლებიც მუდმივად იგეგმება სახელმწიფოს და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის შედეგად, ვფიქრობ საუკეთესო მაგალითია იმისა თუ მთავრობის და კერძო სექტორის პარტნიორობის შედეგად, რამდენი სასარგებლო საქმე შეიძლება გაკეთდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.“ განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.
საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ღონისძიებას დაესწრნენ - ინვესტიცია განათლებაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კომპანიის მიერ მაღალმთიან აჭარაში დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთა სწავლასაც აჭარისწყალი ჯორჯია აფინანსებს, განთლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






