,,კონკრეტული მიზანი მაქვს - პაატა ბურჭულაძის ნარჩენებმა ბარიერი ვერ გადალახონ, სათქმელს მომავლისთვის ვინახავ“ - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 14:16, 10 Sep, 2016     5677
“პაატა ბურჭულაძესთან მივიდი იმიტომ, რომ მას საზოგადოების რეალური მხარდაჭერა ჰქონდა, რათა პოლიტიკური სივრცე განეახლებინა“ - ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა 20-30-ში განაცხადა.

ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელი ამბობს, რომ ,,გირჩთან“ გაერთიანებაზე ინფორმაცია პარტიის შიგნით არსებობდა, თუმცა მისთვის ეს ნაბიჯი ბურჭულაძის მხრიდან გაუმართლებელი იყო.

,,დადგა დღე, როცა პაატა ბურჭულაძის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში ვიგებთ, რომ თურმე, “გირჩთან” გავერთიანდით. არაფორმალურად, ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ პარტიის შიგნით ამაზე ინფორმაცია არავის მოუწოდებია. ეს გაერთიანება მე არცერთი სიტყვით არ გამიმართლებია. ამის არცერთი კადრი, ჩანაწერი არ არსებობს და არ არსებობს იმის დამადასტურებელი სურათიც კი, რომ მე მათ პრეზენტაციას ვესწრები”, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დღეს უკვე მისი კონკრეტული მიზანია პაატა ბურჭულაძის ნარჩენებმა ბარიერი ვერ გადალახონ. მისი თქმით, კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ის პარტიაში არ ყოფილიყო.

,,ფაქტიურად, წამოსვლა მაიძულეს. წინ კიდევ ერთი თვე და ძალიან კონკრეტული მიზანი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძის ნარჩენებმა ბარიერი ვერ გადალახონ და ბევრ სათქმელს მომავლისთვის ვინახავ. 44 წლის მანძილზე, დაცვის თანხლებით დღეს პირველად დავდივარ და ჩემი ბავშვი სამი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შსს-სთვის ოფიციალურად არ მიმიმართავს. ვთვლი, რომ ღია სივრცეში გაკეთებული განცხადება მიმართვის ტოლფასია. თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, შსს-ს უახლოეს დღეებში პირადად მივმართავ”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42