,,მთავარ სათქმელს მე ვამბობდი და პაატა ბურჭულაძე ჩემი კალთის უკან იმალებოდა“ - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 14:10, 10 Sep, 2016     4921
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გუნდის დატოვების მიზეზებზე და პარტიაში განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ისაუბრა ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა 20/30-ში.

ლაგაზიძე ამბობს, რომ ვაშაძე-ჯაფარიძე-კუბლაშვილთან გაერთიანების შემდეგ ის პარტიაში მიზანმიმართულად დარჩა, რადგან ყოფილი ნაციონალებისთვის არ მიეცათ შანსი კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში.

“მერაბ მეტრეველსაც ვუთხარი, რომ ეს ჩვენი ომი იყო; უნდა დავრჩენილიყავით და ყოფილი ნაციონალებისთვის ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ ერთი შანსი არ მიგვეცა. ჩემი პრინციპული ამოცანა იყო, კუბლაშვილების ოჯახისთვის, რომელმაც ქვეყნის სასამართლო სისტემა დაატერორა, დაანგრია და რომელთა მხრებზეც უამრავი ქართველის სიცოცხლის უკაცრავად და, გათეთრება დევს, სია არ დამეთმო და მებრძოლა. მე სიაში მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობდი. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ გუნდი, რომელიც პარტიას პაატა ბურჭულაძესთან ერთად აშენებდა, სიაში უბრალოდ არ იყო. პერსპექტიულ სიაში არ იყო ის თაობა, რომლითაც ბურჭულაძე თავს იწონებდა და როგორც ჩანს, ამომრჩეველს ატყუებდა”, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, სია, რომელიც გარიგების საგანი იყო, ადასტურებდა იმას, რომ პაატა ბურჭულაძემ პარტია გაყიდა.

“მათ მიანჩნდათ, რომ 12 ადამიანს ჰქონდა პერსპექტივა, რაზეც მეცინებოდა, მაგრამ პაატა ბურჭულაძე საღ აზრს ანგარიშს ნაკლებად უწევდა. მათ12-კაციანი სია ჰქონდათ, სადაც 12-ვე კაცი ნაციონალი იყო. ჩემი ამოცანა იყო, 6 კაცი მაინც არ ყოფილიყო ნაციონალი. სიაში ჩვენი პარტიიდან 6 კაცი მაინც რომ შესულიყო და ერთი ფრაქციის დაკომპლექტების საშუალება მაინც გვქონოდა, ბოლოს შექმნილ რეალობაში ჩემთვის ესეც დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური მიზნისთვის არ იბრძოდა. ეს სია იმის მტკიცებულებაა, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტიაც, სიაც და საკუთარი ავტორიტეტიც. ყველაფრის კომპრომისის ფასად მე სიაში ვერ ვიქნებოდი. მე არ ვარ პაატა ბურჭულაძე, რომელიც საკუთარ სინდისთან კომპრომისზე მიდის”, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ბურჭულაძის ყოფილი თანამოაზრე პავლე კუბლაშვილსაც პასუხობს. “პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მე იქ ინტრიგებს ვხლართავდი. ეს ინტრიგები არ იყო; ეს იყო ბრძოლა კუბლაშვილების კლანის წინააღმდეგ. მე ის ერთი თვე არ ვიყავი აქტიური, თორემ მთელი პარტია რომ გადაადნოთ, ჩემს აქტიურობას ვერ შეედრება. ბრძოლაში მე მივდიოდი, მთავარ სათქმელს მე ვამბობდი და პაატა ბურჭულაძე ჩემი კალთის უკან იმალებოდა”. -განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42