საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე მოვლენებს ზეწოლად აფასებს ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჰერდის თორგეირსდოტირი. ამის შესახებ მან დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილეზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასმართლო განიცდის გარე და შიდა ზეწოლის ფაქტებს. ვენეციის კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები თავის საქმიანობაში. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტი ქვეყანაში და არის გარანტია ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის დაცვის, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას. მიეცით შესაძლებლობა, განახორციელონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე,“ - განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






