ამჯერად იგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების- ტყარშეტი, ვარდისუბანი, სიონი, გარბანი, არშა, აჩხოტი, ჯუთა, კარკუჩა, ახალციხე, სნო, ფანშეტი, გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშესა და გორისციხეს მაცხოვრებლებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საპროგრამო დაპირება გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
რომლის დადასტურებაა „მთის განვითარების კანონი“. უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის უპირატესობა, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს. სოფლის მეურნეობის დარგებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება როგორც მოხევეთა დასაქმებას, ასევე, საერთო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, დარიალის გვირაბის მშენებლობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის მდგრადობას. ტრანსპორტი 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოდ გადაადგილდება სამხრეთიდან ჩრდილოეთის და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“ , -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






