"განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 12:34, 10 Sep, 2016     1732
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა მზარდია.

„სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა ამ პროვოკაციებზე თქვენი ყურადღების გამახვილება. აქვე ვიტყვი, რომ განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ჩვენი აქტივისტების მიმართ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველ რიგში, მაგალითად ვიტყვი, რომ 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან სადგურის დასახლების მაცხოვრებლებთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან ერთად და იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვაში, გამომწვევ მოქმედებაში და ა.შ. 6 სექტემბერს ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას, შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში, სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის და მისი თანხმლევი აქტივისტები, მივიდნენ შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე ისაუბრა ბათუმში განხორციელებულ პროვოკაციებზე.

„ბათუმში მოხდა ასეთი შემთხვევა, 68-ე ოლქში ფატი ხალვაშს და ვახტანგ წულაძეს, ჩვენს ორ კანდიდატს ჰქონდათ შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდა ქალბატონი ნაზი ფუტკარაძე. ეს არის ყოფილი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“. მასთან ერთად მივიდა ვინმე ივანიძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილი. მათაც მოაწყვეს მსგავსი პროვოკაცია. ამ პროვოკაციის ამსახველი ვიდეო კადრები ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ დღესვე.პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა არის ის, რომ ქალბატონმა ივანიძემ დასძინა- ისინი იყვნენ ღირსნი ცოცხებისა და დუბინკების. ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია მოჰყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან, თუმცა ეს რეაქცია იყო ღირსეული და მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ აქტივისტებს იმისათვის, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლენ მხოლოდ ღირსეული პასუხით ამ კონკრეტულ შემთხვევაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ დუბინკები და ცოცხები აღარ იქნება,მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროს ამტკიცებენ.

„გუშინდელი ფრაზაც სწორედ ამის კიდევ ერთი დასტური იყო.“ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური ძალა და ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა. ასევე, მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ მათ ოპოზიციის რანგში პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა და თავიანთი კამპანიის წარმოება.კიდევ ერთხელ, მასშტაბი პროვოკაციების ჯერ-ჯერობით არ არის დიდი, თუმცა დინამიკა არის მზარდი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება. ჩვენი ამოცანა არის პროვოკაციების პრევენცია და ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის.მოუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიკავონ თავი პროვოკაციებისგან. თავი შეიკავონ კონტაქციების მოწყობისაგან. ჩვენ არცერთი კონტრაქცია არ მოგვიწყია არცერთი ოპონენტის წინააღმდეგ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. იგივესკენ მოვუწოდებთ ჩვენც ჩვენს ოპონენტებს ამ საარჩევნო პროცესში“,-დასძინა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42