შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი აბაშიშვილი ავრცელებს.
”ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ერთი წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად. შესანიშნავია. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ,” - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ორი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში," - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






