შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია
პოლიტიკა - 10:47, 10 Sep, 2016     2262
გერმანიის კრიმინალური პოლიციის უფროსმა საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნატრიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტს, რალფ მიჰელფელდერს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც, გერმანული მხარის შეფასებით, წელს უაღრესად წარმატებულია.

დავით ნატიაშვილმა და რალფ მიჰელფელდერმა გასულ კვირას, აღნიშნულ ფედერალურ მიწაზე საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის დროს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საქართველოსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელები გამოცდილების გაზიარებაზე, ოპერატიული მიმართულებით ინფორმაციის გაცვლაზე და საჭიროების შემთხვევაში, ორმხრივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი მიხეილ ძაგნიძე საერთაშორისო სიმპოზიუმზე - "საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაული" მოხსენებით წარდგა. სიმპოზიუმში ევროპოლის, გერმანიის სხვადასხვა ფედერალური მიწის, რუმინეთისა და სერბეთის პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორმა, საბინე ფოგტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს პოლიციის ატაშეს, გვანცა ჩხვიმიანის წარმატებულ საქმიანობაზე გაამახვილა, მას საჯაროდ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპოლიციო ატაშეების დონეზე გერმანია 65 ქვეყანასთან თანამშრომლობს, თუმცა, ამ ინსტიტუტის საჭიროება და შედეგი ყველაზე უკეთ სწორედ საქართველოსთან პარტნიორობის შედეგად გამოჩნდა.

საქართველოს შსს-ს ცენტალური კრიმინალური პოლიციის დელეგაცია შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტოს მიწვევით იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42