სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 10:43, 10 Sep, 2016     1613
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩსმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მხარეთა პრიორიტეტს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

„როგორც ლატვიას, ისე საქართველოს აქვს საუკეთესო გამოცდილება პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში რეფორმების მიმართულებით, ამიტომაც თანამშრომლობის საფუძველზე, შეგვიძლია ხანმოკლე დროში ეფექტური ცვლილებების დანერგვა,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, მემომრანდუმი საუკეთესო დასაწყისია ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გზაზე.

„საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება,“ - განაცხადა დზინტარს რასნაჩსმა.

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის ლაილა მედინას განცხადებით, როგორც ქართულ, ასევე ლატვიურ სისტემას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა ლატვიის იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი, რომელიც საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, დზინტარს რასნაჩსი სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოინახულა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილთან ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42