კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
პოლიტიკა - 18:03, 09 Sep, 2016     1295
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მინისტრები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და უშუალოდ მათგან მოისმინეს ის პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან.

კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტების გახშირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები, მათი მხრიდან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატულება და იმის ნიშანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოება რეგულარულად ადევნებს თვალყურს.

„ჩვენს ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში ვხედავთ, რომ სრულიად უკანონოდ მავთულხლართები გააბეს და თვლიან, რომ ეს არის მათი ტერიტორია. არსებობს ბევრი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების დახმარებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტით, დარწმუნებული ვარ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას. ეს იქნება რთული გზა, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, რომელიც უახლოეს მომავალში ლატვიას ეწვევა.

“ჯერ კიდევ 7 წლის წინ ვიყავი აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვხატოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ადრე თუ გვიან, ეს მხარდაჭერა შედეგს გამოიღებს,” - აღნიშნა დზინტარს რასნაჩსმა.

ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42