არჩილ გეგეშიძეს, სახელმწიფო მინისტრი - დავით ბაქრაძე შეცვლის.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით ბაქრაძე ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ დაინიშნება.
„საქართველოს მომავალი ელჩი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ვფიქრობთ, ბატონ დავითს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ–თან, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა მიმართულებით. მინდა მასაც ვუსურვო წარმატება მის მომავალ საქმიანობაში. ბატონ დავით ბაქრაძეს გააჩნია როგორც ნატოს წვერ ქვეყნებში ელჩად მუშაობის გამოცდილება, ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ მისი პიროვნული თვისესებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილს დღეს არ უსაუბრია სად წავა არჩილ გეგეშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






