„მცხეთას ეყოლება ხალზე და არა საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე ორიენტირებული მაჟორიტარი დეპუტატი!“
პოლიტიკა - 16:05, 09 Sep, 2016     1875
დღეს, მცხეთაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ აქტივთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად.


„დღეს გამოქვეყნდა პარტიული სიები. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთხოვე ჩემს პოლიტიკურ გუნდს, არ შევეყვანე პარტიულ სიაში, მათ არ გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული დარგია საქართველოში. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს დაფასებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს მე და ჩემს თანამებრძოლებს. გპირდებით, გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ, რათა მცხეთას ჰყავდეს ხალხზე და არა საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე ორიენტირებული მაჟორიტარი დეპუტატი. დღეს, მსურს ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივი პოლიტიკური სახეებით: ქალაქ მცხეთის მერის, მცხეთის თემის გამგებლის, ქალაქისა და თემის საკრებულოს თავმჯდომარეების, ორივე საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეების, ორივე საკრებულოს უმრავლესობის, 23 დეპუტატის სახით, მცხეთის ახალგაზრდული ორგანიზაციასთან და პარტიულ აქტივთან ერთად, გავაკეთო ოფიციალური განცხადება: -საარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან მცხეთა გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით. ეს ბუნებრივია, რადგან მცხეთა წლების მანძილზე დახლზე იყო შემოდებული და მიდიოდა გაუთავებელი ვაჭრობა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში 2012 წლამდე გაყიდულია მცხეთის 4,5 მილიონ კვადრატზე მეტი მიწა, რომელიც სულ რამდენიმე პირზეა გასხვისებული. ის, რაც ყველაზე ძვირად ფასობს მცხეთასა და მცხეთის რაიონში. მცხეთა ეკუთვნოდა მხოლოდ ჩინოვნიკებს და არა ხალხს. ქალაქ მცხეთაში, წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა ისეთი პროექტები, რის გამოც მცხეთა იუნესკომ კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღო. დღეს მცხეთა, როგორც კულტურული ძეგლი დაუბრუნდა იუნესკოს ნუსხას. ეს იყო ეკლესიის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის და ბრძოლის შედეგი. -მცხეთა წმინდა დედაქალაქი - მეორე იერუსალიმი - დღეს გადარჩა, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს ხვალინდელი დღე. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოპონენტი, ნაცმოძრაობის სახე ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას პირდება იმ პროექტების განხორციელებას, რის გამოც მცხეთა იუნესკომ სიიდან ამოიღო. ეს არის ხიდი, რომელიც დააკავშირებდა მცხეთის ცენტრალურ მაგისტრალს სვეტიცხოველთან, გამწმენდი კოლექტორი, რომელიც იყო ფუნქციურად გაუმართავი და ასევე, იუსტიციის სახლი და ა.შ. ეს არის ის „დაპაუზებული“ პროექტები, რომელიც ჩვენ, მათ შორის მეც შევაჩერეთ, რომლის შეჩერებაზეც იბრძოლა ეკლესიამ, იუნესკომ და საზოგადოებამ. დღეს, საპატრიარქოს ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთხელ გაკეთდა განმარტება მცხეთასთან დაკავშირებით, რომელსაც სრულად ვეთანხმებით. ჩვენი პოზიციაც სწორედ ეს არის, რომ არ დავკარგოთ ხელახლა მცხეთა, ეკლესიის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უაზრო და უგუნური პროექტებით. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდს, ოღონდ უძველეს საცალფეხო ხიდს, რომელიც აკავშირებს სვეტიცხოველს ჯვრის მონასტერთან. ჩვენ ვიმუშავებთ ეკლესიასთან, ქართველ მეცნიერებთან, იუნესკოსთან და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ისე, რომ მცხეთამ არ დაკარგოს განვითარების პერსპექტივაც.

ორშაბათს, 12 სექტემბერს დაგეგმილი გვაქვს მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა ეკლესიასთან, მეცნიერებთან და მცხეთელებთან ერთად, სადაც განვიხილავთ ყველა საკითხს და წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მცხეთაში. სწორედ ამ საფრთხეების გამო, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მცხეთა, მცხეთის პარტიული აქტივი ვაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას მცხეთის გადასარჩენად. გპირდებით, მცხეთა არასდროს აღარ დაბრუნდება წარსულში. მცხეთა არის წმინდა ქალაქი და თითოეული ჩვენგანი დავიცავთ სიცოცხლის ფასად!“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42