„ეს არის აბსოლუტურად აბსურდული მიზეზები, რასაც ის ასახელებს. ხათუნას წასვლა უკავშირდება იმ უკმაყოფილებას რაც გამოიწვია სიაში მისმა არყოფნამ. მინდა გითხრათ, რომ სიის კეთების პროცესიც იყო გუნდური პროცესი, სადაც თვითონ ქალბატონი ხათუნაც იყო ჩართული, შესაბამისად მისი განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილია. თუ მგავსი პრობლემები არსებობდა, შეეძლო სიების გამოქვეყნებამდე ესაუბრა ამ პრობლემებზე და არა ამის შემდეგ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირადი ინტერესები გაცილებით მაღლა დააყენა, ვიდრე ორგანიზაციის ინტერესები. ჩვენ გუნდში მუშაობს სისტემა, სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ გუნდით, რა სიაც გამოქვეყნდა, პარლამენტში შესვლა ქვეყანას და ორგანიზაციას სარგებელს მოუტანს. ის განცხადებები კი რაც მოვისმინეთ ქალბატონი ხათუნასგან იყო სიურპრიზი და საწყენი.“- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






