"მივმართავ საზოგადოებრივ მაუწყებელს! რა ნამუსით ერთვებით ამ ავანტიურაში და ვინ მოგცათ ამის უფლება?-ცაგარეიშვილი
პოლიტიკა - 13:15, 09 Sep, 2016     2179
,,მივმართავ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა ნამუსით ერთვებით ამ ავანტიურაში და ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან რა უფლებით ხარჯავთ თუნდაც 200 ათას ლარს?! ვინ მოგცათ ამის უფლება?! მაშინ, როდესაც თქვენ მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაქვთ, როცა ხშირ შემთხვეაში ვერ გასცემთ ხელფასებს ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის, ოპერატორები და ჟურნალისტები ვერ გადაადგილდებიან წესიერად, როცა ისინი პრაქტიკულად ამორტიზირებული ტექნიკით მუშაობენ, რატომ აკეთებთ ამას, თანაც კერძო მაუწყებლებთან ერთად! „ - ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკარტების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის საარცენო შტაბის ხელმძღვაბელმა კატეგორიულად დაგმო 2016 წლის 7 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, გადაწყვეტილება, რომელიც მიხედვით ოთხი ხმით ორის წინააღმდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელეკომპანიებთან – „იმედი“, “მაესტრო” და “GDS”- ერთად ერთად ეგზიტპოლის ჩატარებას დაუჭირა მხარი. ეგზიტპოლი კომპანია “TNS”-მ უნდა ჩაატაროს. პროსახელისუფლო და პროოპოზიციურად განწყოფილ ტელევიზიებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მათთან ერთად ეგზიტპოლის ჩაატარებაში მონაწილეობის მიღება,უკვე ნიშნავს მხარის პოზიციის არჩევას; ეგზიტპოლის ღირებულება 900,000 აშშ დოლარზე მეტია. ამ თანხიდან საზოგადობრივი მაუწყებლის წილი მხოლოდ 200,000 ლარია. დანარჩენს თანხას კერძო მაუწყებლები იხდიან თანაბრად და ეს თანხა მინიმუმ სამჯერ აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტრიბუციას. გაუგებარია, თუ რატომ თანხმდებიან კერძო მაუწყელები ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ბევრად ნაკლებ ფინანსურ შენატანს. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ პროცესში მონაწილეობა დამატებითი ლეგიტიმაციისათვის არის საჭირო; გიორგი ცაგარეიშვილის მოსაზრებით თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ ჩაატარებდა ეგზიტპოლს, მაშინ ეს კერძო მაუწყებლებისაგან დამოუკიდებლად უნდა მომხდარიყო; მან ბრიფინგის მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საუბარს მედიის თავისუფლების შესახებ: ,,მე არავის ჯიბეში არ ვიყურები, ვგულისხომ GDS, „მაესტროს“ და „იმდეს“, თქვენი უფლებაა, რაც გინდათ ის გააკეთეთ, ეს „თავისუფალი“ ვითომ და მედიაა, როგორ არის თავისუფალი, ეს კიდევ საკითხავია. 10 წლის განმავლობაში ჩვენ სისხლი დავღვარეთ იმისთვის, რომ მედია ყოფილიყო თავისუფალი და გამჭვირვალე, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეგზიტპოლთან დაკავშირებით მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ შერჩეული ინფორმაციის მოწოდების ფორმა და დრო, რადგან როგორც ჩვენთვის ცნობილია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსთვის ეგზიტპოლის კერძო მაუწყებლებთან ერთად ჩატარების საკითხი მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდა ცნობილი: ,, თქვენ ზურგშექცევით, ჩუმად, აგვისტოს ბოლოს, კრებთ სამეურვეო საბჭოს და ის ოთხი ადამიანი იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მე შეგნებულად ვასახელებ მათ გვარებს და მაინტერესებს ისინი რა კომენტარს გააკეთებენ, ესენი არიან ქალბატონი მარინა მუსხელიშვილი, ნათელა სახოკია და ირინა ფუტკარაძე და მეოთხე ვინ არის, იმასაც დავადგენთ. რით ისარგებლეთ, როცა გადაწყვიტეთ, რომ ასე ფარატინა ქაღალდზე დაბეჭდილ გადაწყვეტილებაზე თქვენ გაეცით სხვისი ფული და არა თქვენი, სახელმწიფო ფული?! რატომ გინდათ „გაუპრავოთ“ მავანს და მავას ეგზიტპოლები არჩევნების წინ?! ეს ყველაფერი მრავალჯერ გავიარეთ, ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა სხვა მართულ მედიასთან ერთად, იყო წინა ხელისუფლება და იყო „რეალ ტვ“, „საქართველო“, „რუსთავი2“, პირველი არხი, მეგონა ეს დასრულდა, მაგრამ არა - ახლა შეიქმნა ახალი კონგლომერატი და იქ ჩაერთო საზოგადოებრივი“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ბრიფინგის მეორე ნაწილი გიორგი ცაგარეუშვილმა დაუთმო 8 სექტემბერს ოთხი არხის მიერ სატელევიზიო ეთერში მმართველი პარტიის პრეზენტაციის გაშუქებას, რომელიც მიმდინარეობდა პრაიმ–ტაიმში პირდაპირ ეთერში უწყვეტად, ქართული ოცნების სარეკლამო რგოლის პრეზენტაციის ჩათვლით, კომერციული სარეკლამო გაჭრის გარეშე 21 საათიდან 22:10მდე. ეს არის ფაქტი, რომელსაც გიორგი ცაგარეიშვილმა სრულიად აღმაშფოთებელი უწოდა და წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესირსის ასე პირდაპი, უტიფრად გამოყენებაში სახელისუფლებო პარტია დაადანაშაულა: ,, ეს მეთოდები უკვე აპრობირებულია ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს არის პრემიერის დანაპირები, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იქნება გამოყენებულიო?!“ , განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42