300 დასახელების საბაზისო მედიკამენტზე სახელმწიფო ზღვრულ ფასებს დააწესებს - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 12:46, 09 Sep, 2016     2073

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემის დახვეწაზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა სამომავლო გეგმებს და განაცხადა, რომ 30 წუთის განმავლობაში, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება:

„ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება დახვეწა არსებული ჯანდაცვის სისტემის. უნდა განვაცხადოთ, რომ როგორც დღემდე კვლავაც უზრუნველვყოფთ თანამოქალაქეების არსებითი ჯანდაცვის პაკეტის მიწოდებას. გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი და სპექტრი იმ ჯანდაცვის პროდუქტების, რომელიც მიეწოდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს. მედიკამენტები გახდება უფრო ხელმისაწვდომი. 300 დასახელების საბაზისო მედიკამენტი, პირველადი მოხმარების მედიკამენტი, იქნება ხელმისაწვდომი და სახელმწიფო მოახდენს ზღვრული ფასების დაწესებას. 30 წუთის განმავლობაში, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ეს ძალიან ამბიციური პროგრამაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ამ შედეგს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაავადებების პროფილაქტიკაზე:

„აუცილებლად გაგრძელდება C ჰეპატიტის პროგრამა. ჩვენი გეგმაა, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში ეს დაავადება აღმოიფხვრას. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური. დღეს ამ პროგრამით ათი ათასობით ადამიანმა ისარგებლა. 90%-ზე მეტი არის განკურნებული ამ დაავადებისგან. სწორედ ამიტო,მ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტემპის შენარჩუნებით, კიდევ უფრო გაფართოებით, შესაძლებელია, C ჰეპატიტი იქნას დაძლეული და ასი ათასობით ადამიანი გადარჩეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42