პროექტი ,,check in Georgia’’ ქალაქ ოზურგეთში გალა-კონცერტით დასრულდა
პოლიტიკა - 11:24, 09 Sep, 2016     1334
თეატრალურ მოედანზე დავით ევგენიძის ბენდისა და ანსამბლ ,,სუხიშვილები“-ს კონცერტი გაიმართა.

საღამო სასიამოვნო ემოციებით სავსე გამოვიდა. ‘’სუხიშვილებმა’’ ოზურგეთელებს სრული საკონცერტო პროგრამა წარმოუდგინეს და მაყურებლის ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. დავით ევგენიძემ და მისმა ბენდმა კი რამდენიმე შთამბეჭდავი მუსიკალური კომპოზიცია შეასრულეს.

ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ვიცე -მერი ალეკო ბურჭულაძე და მერის მოადგილე კობა დუნდუა ესწრებოდნენ. დავით ევგენიძისა და ,,სუხიშვილების“ გამოსვლას მთელი კონცერტის მანძილზე ოზურგეთელები ოვაციებით ხვდებოდნენ.

"ჩვენს ქალაქში ‘’check in Georgia’’ -ს ფარგლებში არაერთი საინტერესო კონცერტი ჩატარდა, რამაც მთელი ზაფხული განსაკუთრებულად გაგვიხალისა. მინდა ორგანიზატორებსა და პროექტში მონაწილე ყველა ანსამბლსა თუ შემსრულებლებს მადლობა გადავუხადო. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მსგავს პროექტებსა და ინიციატივებს მხარი დაუჭიროს“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

,,ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქალაქ ოზურგეთს ვსტუმრობთ, მე თვითონაც გურული ვარ და აქ სტუმრობა ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებს. გურულები არაჩვეულებრივი მსმენელები არიან, რადგან მუსიკალური კულტურა გენეტიკაში აქვთ.“ - აღნიშნა მუსიკოსმა დავით ევგენიძემ.

აღნიშნული ღონისძიებით წელს პროექტი ..Check in Georgia’’ დასრულდა. პროექტის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთს ცნობილი მომღერლები და ბენდები სტუმრობდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42