პროექტში დეტალურად არის გაწერილი შეღავათები, რომელიც მოიცავს სოციალურ საკითხებს. კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ვეტერანთა ყოფის გაუმჯობესებას.
,,თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა ვეტერანების პრობლემატიკას მნიშვნელოვან ნაწილს უთმობს. მივიჩნევთ რა, რომ ვეტერანების საკითხის მართებული გადაჭრა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან გთავაზობთ ამ პროგრამის აღნიშნული ნაწილის პრეზენტაციას.
სახელმწიფომ მკეთრი, ერთიანი პოლიტიკით უნდა იზრუნოს იმ პირებზე ვინც თავდადებით იბრძოდა ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებისათვის. დღეს ვეტერანების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობას მთავრობა ფრაგმენტულად, საერთო სტრატეგიული ხედვის გარეშე განსაზღვრავს. ასევე აქტუალურია დაუბეგრავი მინიმუმის საკითხი. მოძველებულია და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის სხვა კანონებთან კანონი “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“. არ არსებობს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების ხელშეწყობის სათანადო მექანიზმები.
“თავისუფალი დემოკრატები” ვიღებთ ვალდებულებას:
· საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ვეტერანების საქმეების პოლიტიკის განმსაზღვრავი მუდმივმოქმედი კომიტეტი ან ქვეკომიტეტი.
· განხორციელდება ომის ვეტერანთა სოციალური პრობლემების დარეგულირება. აღვადგენთ და გავზარდით კომუნალურ სუბსიდიას ვეტერანებისათვის 22 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე თვეში. შ.შ.მ.პ პირებისათვის ( შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) 44 ლარის ნაცვლად 90 ლარამდე (აქ საუბარია ომში მიღებულ ტრამვებიდან გამომდინარე დაინვალიდებულ პირებზე).
· ქალაქისა და რაიონის შიდა მარშუტებზე ( სამარშუტო ტაქსები, მეტრო, ავტობუსები) მგზავრობა იქნება უფასო. (დღეს თბილისში, სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის ნახევარს იხდის მერია (მხოლოდ თბილისში)),
· გაორმაგდება საგადასახადო კოდექსით ვეტერანებისათვის განსაზღვრული 3000 ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარი და გახდება 6000 ლარი წელიწადში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება ავღანეთისა და სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო პირებზე; შ.შ.მ.პ. პირებისათვის განისაზღვრება 9000 ლარი წელიწადში
· სასოფლო სამეურნეო პროგრამების განსახორციელებლად, ვეტერანებს მრავალწლიანი იჯარით გადაეცემა სასოფლო სამეურნეო მიწები სიმბოლურ ფასად.
· ე) შ.შ.მ.პ პირების და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა შვილებისათვის უმაღლეს სასწავლებელში და მაგისტრატურაში სწავლება უფასო.
· ვეტერანთა შვილებისათვის მაგისტრატურაში სწავლება უფასო (სახელმწიფო ხარჯებით).
· განხორციელდება ვეტერანთა ჰოსპოტალის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. დასავლეთ საქართველოში გაიხსნება მეორე ჰოსპიტალი. შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები.
· ვეტერანთა ჰოსპიტალებთან აღდგება შ.შ.მ.პ.-ს დამდგენი კომისიის მუშაობა.
· გარდაცვალებისას სამხედრო წესით დასაფლავება.
· ვეტერანები განთავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
· შეიქმნება ვეტერანთა საძმო სასაფლაო (აშშ-ს არლინგტონის სასაფლაოს მსგავსად)
უმნიშვნელოვანესია სამხედრო პენსიონერებისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიმართებაში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განისაზღვროს სრული მოცულობით სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე.
კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის შესაბამისად, 65 წლის ასაკამდე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ენიშნება სრული კომპენსაციის 80%, მაშინ როდესაც “სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს (კატეგორიების მიხედვით), რომელიც 65 წელზე ბევრად ნაკლებია.
,,ირაკლი ალასანიას არა ერთი ნაბიჯი გადაუდგამს ვეტერანების პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ამის ნათელი მაგალითია მისი მინისტრობის დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა. შეუძლებელია დავივიწყოთ ირაკლი ალასანიას მინისტრობისას ომში დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის ყოველთვიურად 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნა. ამას აქვს კანონის ძალა და ვერ შეცვლის ვერც ერთი ხელისუფლება“, - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






