კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს პროფესიულ დღეს უწყებაში განხორციელებული რეფორმების ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 17:01, 08 Sep, 2016     1461

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. დზინტარს რასნაჩსი საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობს.

კახა კახიშვილმა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, სასჯელის ახალი სახე შინაპატიმრობა, რომელიც ახლა არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება; იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ასაკის შვილი, ბავშვის გაყვანის შემდეგ საშუალება მიეცემა უქმე დღეებში დაწესებულება დატოვოს; პირველად საქართველოში, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა გათავისუფლების მექანიზმი; იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი; იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და სხვა.

მინისტრმა უწყებაში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე საუბრისას თანამშრომელთა როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 24 საათიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა მთავარი მონაპოვარის შენარჩუნება.

„მინდა თითოეულ თანამშრომელს მივულოცო პროფესიული დღე, მიუხედავად იმ რთული სამსახურისა, რომელიც მათ აქვთ, მინდა ვუსურვო რომ ასევე ერთგულად იმსახურონ ქვეყნის წინაშე და ზუსტად ასე კარგად შეასრულონ თავიანთი საქმე მომავალშიც. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ამ რთულ პერიოდში არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ სისტემის მართვის ბერკეტები, მაგრამ ამავდროულად არ დავკარგეთ ღირსება. თანაც სისტემის მართვის ბერკეტები შევინარჩუნეთ ისე, რომ ღირსება არ შევულახეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს დაწესებულებებში იმყოფებიან“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სტუმრებს სისტემაში უკვე განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული ცვლილებების მთავარი შედეგი კი, არასათანადო მოპყრობის როგორც სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მისი თქმით, რეფორმების შედეგად არსებითად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კახა კახიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მკვეთრ გაუმჯობესებასთან ერთად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, დასაქმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ დანერგილ ნოვაციებზე ისაუბრა. მათ შორისაა: ონლაინ მაღაზიის online.moc.gov.ge-ს ამოქმედება, სადაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება; საწარმოები დაწესებულებების ტერიტორიაზე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არქივი, რომელიც 1930-1990 წლების დოკუმენტაციას მოიცავს. არქივში დაცულია ყოფილი მსჯავრდებულების, მათ შორის სიკვდილმისჯილი პატიმრებისა და ყოფილი თანამშრომლების პირადი საქმეები. დოკუმენტაცია რამდენიმე წლის განმავლობაში N8 პენიტენციური დაწესებულების სარდაფში არასათანადო პირობებში იყო მოთავსებული. სამინისტრომ საარქივო მასალების აღდგენა, კლასიფიკაცია და სპეციალურ საცავში განთავსება უზრუნველყო. უნიკალური მასალები დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ არქივში, სათანადო პირობებითაა დაცული.

ღონისძიებაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას და იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი“.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი მიესალმა და მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მომავალი თანამშრომლობისთვის.

„ლატვიის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ურთიერთობები გაღრმავდება, ჩვენ ხვალ ასევე, ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს“,

ანგარიშის პრეზენტაციაზე საილუსტრაციოდ წარმოდგენილი იყო ფოტოები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში წლების წინ არსებულ და დღევანდელ მდგომარეობას ასახავს. ასევე, გამოფენილი იყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საამქროში დამზადებული ნაკეთობები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42