საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 16:59, 08 Sep, 2016     1070
საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ურყევი არჩევანია. ამ გზაზე ჩვენ წარმატებით გავიარეთ უამრავი გამოწვევა, სწორედ ჩვენი გამორჩეული მეგობრების მხარდაჭერით, რომლებიც კვლავ ჩვენს გვერდით დგანან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩემთვის დიდი პატივია დაგაჯილდოვოთ ოქროს საწმისის ორდენით იმ დამსახურებული წვლილისთვის, რომელიც მიგიძღვით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს თქვენი სახით მსგავსი განსაკუთრებული მეგობარი ჰყავს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ალექსანდერ ვერშბოუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსათვის.

„ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს აღიარება ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე მოხდა. მსურს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მივულოცო ეს თარიღი.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო და ნატო ძლიერი პარტნიორები და ახლო მეგობრები გახდნენ, დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებით და ერთიანი სურვილით დაიცვან ეს ღირებულებები.

მე ამაყი ვარ, რომ წვლილი შევიტანე ამ პარტნიორობაში და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან უფრო აახლოებს", - განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42