"ჩვენი ამოცანაა შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ევროპული თანამშრომლობის სივრცედ უნდა ვაქციოთ"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:20, 08 Sep, 2016     1046
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში NATO -ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ესტუმრა.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერას.

საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის თემაზე - შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ.

იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42