„რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა,პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი მოხდეს მისი რესოციალიზაცია“-ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 16:15, 08 Sep, 2016     1800
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიშს დაესწრო, რომელიც მინისტრმა კახი კახიშვილმა წარადგინა.

ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით მიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კახი კახიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და ასევე ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი მინისტრების - სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში.
”ჩემთვის დიდი პატივია, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ პროფესიული დღე. ნამდვილად, ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას, ემსახურებით იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი და შემდეგ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი. „ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსჯავრდებულები ხშირად სჩადიან დანაშაულს ხელმეორედ, რაც არ უწყობს ხელს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა, ის პროგრამები, რომლებიც დაინერგა სამინისტროში, არის საწინდარი, რომ მსჯავრდებული ადამიანები გათავისუფლების შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნდებიან, ისინი შეძლებენ შექმნან დამატებითი ღირებულება ქვეყნისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ” - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42