შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება
პოლიტიკა - 16:04, 08 Sep, 2016     1625
არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც განხორცილებული რეფორმები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შინაპატიმრობის დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. შინაპატიმრობა დაენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ხოლო მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შინაპატიმრობა შესაძლებელია დაინიშნოს ექვს თვეზე ნაკლები ვადითაც სასჯელის შეცვლის შემთხვევაში.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს.

შინაპატიმრობა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე, ამ ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს. სააგენტოში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი შესაბამისი ელექტრონული სამაჯურებით, რომლითაც მსჯავრდებულის გადაადგილება კონტროლდება. შინაპატიმრობა ხელს უწყობს სასჯელის მოხდას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, მსჯავრდებულს ასეთ შემთხვევაში, საშუალება ეძლევა არ მოწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, ოჯახს და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42