როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მკაფიო გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, რეზოლუციაში რომელიც კონგრესმა დღეს განიხილა, დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს, ასევე თავი შეიკავოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკისგან.
"საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, ეს დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ადამიანთა უფლებათა დაცვის სფეროში დახმარებას ითვალისწინებს. კონგრესმა არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია მიიღო საქართველოს სასარგებლოდ, იგივე ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ამ დოკუმენტში არის ასახული, ეს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაციაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს შორის შეთანხმება, რომ ამერიკული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს. ეს შეამცირებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რადგან ჩრდილეელი მეზობლის მორიგი პროვოკაციის განხორციელების საფრთხე არსებობს, იმ შემთხვევაში კი თუ ამერიკული სამხედრო კონტიგენტი განთავსდა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთი ანგარიშს გაუწევს აშშ-ს ინტერესებს საქართველოში და ქვეყანაში შეიქმნება სტაბილური უსაფრთხო გარემო, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს შექმნის ქვეყნის სოციალურ-ეკონომუკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის გზით, საბოლოდ კი რაც უფრო ძლიერი იქნება საქართველო, ბუნებრივია მის მიმართ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესი გაიზრდება" - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






