"დევნილთა უფლებების დაცვა ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“-ირაკლი ხახუბია
პოლიტიკა - 14:47, 08 Sep, 2016     1372
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქის ბაზრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მიერ წამოჭრილი მოსაგვარებელი საკითხების ნუსხა მოისმინა.

ირაკლი ხახუბია ადგილზე გაეცნო გარემოვაჭრეების, მეთებზეების და იქ დასაქმებულთა პრობლემებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრისას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქცენტი გააკეთა ხელისუფლების მხრიდან უკვე განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მეწარემეებისათვის მმართველი გუნდი მომავალშიც არაერთი ხელიშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებისა თუ დამხმარე პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.

ირაკლი ხუხუბიამ ასევე წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა მალთაყვის უბანში ნინოშვილის და ჭონქაძის ქუჩის მოსახლეობასთან, სადაც იმ ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არის დაგეგმილი. ტაბიძის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე კი მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია დევნილთა პრობლემებს გაეცნო. ირაკლი ხახუბიას განცხადებით „სახელმწიფო მიდგომა ოკუპირებული რეგიონებიდან გადაადგილებული პირების მიმართ, წინა წლებთან შედარებით რადიკალურადაა შეცვლილი. დევნილთა უფლებების დაცვა ხელისუფლებისათვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“.

ირაკლი ხახუბიამ დევნილთა დასახლებაში გამართულ შეკრებაზე მთავრობის მიერ განხორციელებულ ცე ჰე პაპიტის მკურნალობის პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ტურიზმის განვითარებას დ დევნილების ჩართულობას სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42