"ხელმოცარული ანალიზის ოსტატი, სიმდიდრე ჭკუას არ ნიშნავს, "ჰეროკრატიით" შორს ვერ წავა" - ბერძენიშვილი ივანიშვილზე
პოლიტიკა - 14:55, 08 Sep, 2016     25468

"რესპუბლიკური პარტია" ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკის ქარ-ცეცხლში დღესაც გაეხვა. ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე უსუფაშვილის პარტიას ცუდი პარტნიორები უწოდა, მეტიც, იმ კოალიციის დამფუძვნებელი, რომელშიც "რესპუბლიკური პარტია" 4 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, ამბობს, რომ კოალიციაში ყოფნის დროს, "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" შეხედულებებთან თანხვედრაში მოდიოდა.
ოლიგარქი თვლის, რომ ყოფილ თანაგუნდელებს არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი, იმაზე მეტი რომ სახლემწიფოზე იფიქრონ.

"ნიუპოსტი" ბიძინა ივანიშვილის ბრალდებზე კომენტარისთვის "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს დაუკავშირდა:
"არც ერთი სიტყვა, რაც მე დღეს ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინე არ იყო არც კორექტული და არც სამართლიანი. მან უნიჭოების პარტია გვიწოდა, - ინტელექტუალური რესურსი არ აქვთო. საქართველომ კი კარგად იცის რესპუბლიკური პარტია უნიჭოა თუ პოლიტიკურად არ აქვს რესურსი. პირდაპირ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საიმისო რესურსი არც ინტელექტუალური და არც ნიჭი მოდგამს იმხელა, რომ ჩვენი პარტიის საქმეები გააანალიზოს. ტყუილად მოკიდა ამ საქმეს ხელი. მას (ივანიშვილს) ნიჭიერი ჰგონია ის ვინც მილიონებს იშოვის, მისი აზრით, ბარათაშვილი და ვაჟა ფშაველა უნიჭოები იყვნენ. ასეთ კაცთან კამათს არანაირი აზრი არ აქვს. ის ხომ ამბობს, რომ უბრალო მოქალაქეა და მას ისეთივე იგნორირება სჭირდება, როგორც უნიჭო მოქალაქეების რაღაცა წყებას"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილს ანალიზის ოსტატი გონია თავი, თუმცა ხელმოცარულია:
"ეს კაცი აბსოლუტურად ხელმოცარულია - ვერ შექმნა საკუთარი პარტია, სხვა პარტიებიდან ხალხი ვერ გადაიბირა ამასაც სხვას აბრალებს, თურმე უსუფაშვილის ბრალია, რომ მან "ქართული ოცნება" პარტიად ვერ შექმნა. ანალიზის ოსტატად მოაქვს თავი და ელემენტარულად ამბებს ვერ აკავშირებს ერთმანეთთან : დიახ, რესპუბლიკურ პარტიას მოსმენებთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რომლითაც მოქალაქეებს სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევისგან ვიცავდით: რატომ უნდა მისმინოს სახელმწიფომ? - ბიძინა ივანიშვილმა თუ სხვამ?! ამ კონტექსტში მან დღეს უსუფაშვილი და ხმალაძე ახსენა დიახ ისინი და მთელი პარტია, მთელი ფრაქცია ცდილობდა არ მიგვეღო ის ეთი კანონი, რომ უკანონო მოსმენა შეეძლოთ როცა მათ გაუხარდებოდათ. ბიძინა ივანიშვილი ამ ფაქტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩვენ არასახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ - ანუ ადამიანი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის"- თქვა დეპუტატმა.
ლევან ბერძენიშვილმა ექს-პრემიერზე საუბრისას "ნიუპოსტთან" ისიც აღნიშნა, რომ "ივანიშვილი ადამიანებს ფულის მიხედვით ზომავს".
"ის ადამიანი უბედურია, რომელიც თვლის, რომ ვისაც ბევრი ფული აქვს ის ყველაზე მაგარია. ამ ქვეყანაში კი ყველაზე მაგარი ადამიანები ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული ბარათაშვილით დამთავრებული ღარიბები იყვნენ, არასდროს არც ერთ ქართველს არ უთქვამს რომ სიმდიდრე ჭკუას ნიშნავს, სიმდიდრე მარიფათის და სწორად მიდგომ-მოდგომობის ტალანტია. ნიჭი თუ აქვს ვინმეს, მოახმაროს თავის საქმეს, ჩვენთვის კი ასეთი ტიპის ანალიტიკოსების აზრი უმნიშვნელოა, თუ დამიჯერებთ მისი მოსაზრებები საქართველოსთვისაც უმნიშვნელოა, ამას არჩევნებზე დავინახავთ"- აცხადებს "რესპუბლიკელი" ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ შეფასებას, რომ უსუფაშვილის პარტიას საზოგადოების მხოლოდ 0,5 % - ის მხარდაჭერა აქვს, დეპუტატი ივანიშვილს შეთავაზებას უკეთებს: "რამდენით მეტ პროცენტს მივიღებთ, იმდენჯერ გამოვიდეს ივანიშვილი და თქვას, რომ უნიჭო ყოფილა".
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ივანიშვილის პერმანენტულ შეტევებს ოლიგარქის შიშებს უკავშირებს.
"ცუდ საქმეს აკეთებს, როცა პოლიტიკური სისტემის დაკნინებას ეწევა, მას არ უნდა პარლამენტში პოლიტიკოსები, რომლებიც მის პარტიას უუნარობაში ამხელენ. კიდევ ერთ ფაქტს დაუკვირდით, - ივანიშვილი მოქალაქის სტატუსს ამოფარებული თავს არიდებს დავით უსუფაშვილთან დებატებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ჟურნალისტებისთვის, ივანიშვილი საინტერესოა, დამიჯერეთ ის დიდი ხანია საზოგადოებაზე ზეგავლენას ვეღარ ახდენს. ივანიშვილი "ჰეროკრატიათი" შორს ვერ წავა. ამ უნიჭო პროპაგანდის შემდეგ, ქართული ოცნება რამდენ ხმას მოიმატებს ან მოიკლებს ამას 8 ოქტომბრის არჩევნებზე დავინახავთ "- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ლევან ბერძენიშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42