„დროა, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს“-ტედ პო
პოლიტიკა - 13:24, 08 Sep, 2016     1149
„ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა გახდა, რომელიც ყველაზე წინ არის კარგი მმართველობის, ეკონომიკური რეფორმების, დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და პრესის თავისუფლების სფეროებში“, - ამის შესახებ 7 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ განაცხადა.

თავის განცხადებაში კონგრესმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ახორციელებს მტკივნეულ რეფორმებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედით. მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია, რომლის სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. „საქართველო აშშ-ის ღირებული მოკავშირეა“, - აცხადებს ტედ პო.

კონგრესმენი საქართველოსთვის რეზოლუციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის სოლიდარობის გამოხატულების კიდევ ერთი მაგალითია. ტედ პოს განცხადებით, რეზოლუცია გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და პუტინს უგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ არასდროს აღიარებს საქართველოს რომელიმე ნაწილზე რუსეთის კონტროლს და რომ აშშ განაგრძობს თავის გრძელვადიან მხარდაჭერას თავისი პარტნიორებისადმი.

ტედ პო თავის განცხადებაში ცალსახად აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი პარტნიორების მიმართ აღებული ვალდებულებები პირნათლად უნდა შეასრულოს და მსოფლიო პროცესებიდან უკან დახევის ნაცვლად, მოკავშირეებთან ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს. „დროა, ხმა ავიმაღლოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს“, - ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თაობაზე რეზოლუცია კონგრესში სარგებლობს ორპარტიული, სრული მხარდაჭერით, რაც დებატებზეც ნათლად გამოჩნდა. ხმოვანი კენჭისყრის დროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციის ინიციატორებმა მოითხოვეს სახელობითი კენჭისყრის ჩატარება, რათა კონგრესის დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო, თუ რაოდენობრივად რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს რეზოლუციას. ხმოვანი კენჭისყრის დროს მსგავსი ჩანაწერი არ კეთდება და უბრალოდ იწერება - „მიღებულია“. კონგრესის წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, სახელობითი კენჭისყრის ჩატარება დანიშნულია 8 სექტემბერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42